saqarTvelos tbebi - didi jajis tbebi

მდებარეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°49`53` ჩ. გ. 42°39`22` ა. გ.
ფართობი 0,01 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 5 მ
აუზის ფართობი 0.89 კმ²

 

ტბა საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს სამხრეთით, ზღვის დონიდან 2655 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,01 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5 მ. აუზის ფართობი 0,89 კმ². უკავია კარული ქვაბულის ძირი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. გაუდინარია.